სტიქია ადიგენში – დატბორილია სახლები, დახოცილია შინაური პირუტყვი და ფრინველი
22:05 / 29.05.2016
ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ექვსი სოფელი დააზიანა.
ვარხანში, უნწაში, ბენარაში, ფხეროში, არალსა და უდეში სტიქიამ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. მათგან ორ სოფელში ვარხანსა და უნწაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, რადგან აქ ნათესების დაზიანებასთან ერთად, წყალდიდობის გამო, დახოცილია შინაური პირუტყვი და ფრინველი. ვარხანში დაიტბორა 20–მდე საცხოვრებელი სახლი. სტიქია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ადგილზე მობილიზებულნი არიან ადიგენისა და აბასთუმნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. მაშველები სახლებიდან წყალს ტუმბავენ. მათი განმარტებით, მინდორში შეგროვებული წყლის ნაკადები მდინარეს შეუერთდა, რამაც მისი ადიდება გამოიწვია.
სტიქიისგან დაზიანებულ სოფლებში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ზაქარია ენდელაძის განმარტებით, ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია სტიქიის შედეგებზე უკვე მუშაობს.
მას შემდეგ რაც ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია სტიქიის შედეგებს შეისწავლის და დასკვნას დადებს, ადიგენის ხელისუფლება იმჯელებს თუ რა სახით შეძლებს დახმარებას მუნიციპალიტეტი დაზარალებულებისთვის. ამ ეტაპზე ზარალის ოდენობა უცნობია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.