სიახლეები
ბორჯომის მერიამ მუშაობა განაახლა
დღეიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა სამსახურმა მუშაობა გააგრძელა. თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ.

მოქალაქეების მიღებაც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, მისი მოწვევის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს დღეს განცხადებით მიმართა.

საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, დღის წესრიგში ისევ საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხი დადგება.

წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"

| Print |