ახალციხის მერს, ოპოზიციონერი დეპუტატი, სასამართლოში უჩივის
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონულმა კოორდინატორმა, ჯიმშერ გოგოლაურმა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი, ქალაქის მერის წინააღმდეგ შეიტანა. შელახული რეპუტაციის აღსადგენად, დეპუტატი სამოქალაქო წესით იდავებს. გოგოლაური, გიორგი კოპაძეს, ცრუ დასმენასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს და ქალაქის მერს მედიასაშუალებებით ბოდიშის მოხდას სთხოვს. ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, გოგოლაურმა თავდაპირველად, პროკურატურას მიმართა. საქმეზე მოკვლევა ახალციხის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო.

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონულმა კოორდინატორმა, ჯიმშერ გოგოლაურმა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი, ქალაქის მერის წინააღმდეგ შეიტანა. შელახული რეპუტაციის აღსადგენად, დეპუტატი სამოქალაქო წესით იდავებს. გოგოლაური, გიორგი კოპაძეს, ცრუ დასმენასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს და ქალაქის მერს მედიასაშუალებებით ბოდიშის მოხდას სთხოვს.

ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, გოგოლაურმა თავდაპირველად, პროკურატურას მიმართა. საქმეზე მოკვლევა ახალციხის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით დაიკითხნენ: თავად ჯიმშერ გოგოლაური, გადაცემის წამყვანი რუსუდან გვრამაძე და ოპერატორი რამაზ ალავიძე. რაც შეეხება ქალაქის მერს, გიორგი კოპაძემ განაცხადა, რომ გამომძიებელი მას კაბინეტში ესტუმრა და დეტალები გამოკითხა.

მოკვლევის შემდეგ, პროკურატურის პასუხში ნათქვამია, რომ აღნიშნული საქმე სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და იგივე სარჩელით, დეპუტატმა სასამართლოს უნდა მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 10 დეკემბერს, ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ პირდაპირ ეთერში, ქალაქის მერმა დეპუტატს უთხრა, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში, პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.


| Print |