situs toto slot
ახალციხის მუნიციპალიტეტი ნაგავმზიდისა და ურნების შესაძენად, სესხს იღებს
ახალციხის მუნიციპალიტეტი ნაგავმზიდისა და ურნების შესაძენად, სესხს იღებს
ახალციხის მუნიციპალიტეტი ნაგავმზიდ მანქანასა და მყარი ნარჩენების 200 ცალ კონტეინერს შეიძენს. ამისთვის თვითმმართველობას საშეღავათო პირობებით, 161 333 ათასი ევროს ოდენობის სესხის აღება მოუწევს.

ახალციხის მუნიციპალიტეტი ნაგავმზიდ მანქანასა და მყარი ნარჩენების 200 ცალ კონტეინერს შეიძენს. ამისთვის თვითმმართველობას საშეღავათო პირობებით, 161 333 ათასი ევროს ოდენობის სესხის აღება მოუწევს.

სესხის გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, 29 508 ევროს გრანტს მიიღებს. დონორი დაფარავს სესხის პროცენტს, რაც 14 000  ევროს ოდენობისაა.10–წლიანი სესხის გადახდას მუნიციპალიტეტი 2019 წლიდან დაიწყებს. გამგეობა თანხას წელიწადში ორჯერ გადაიხდის.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელშეკრულება, 12 ივლისს გაფორმდა.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლებს  ერთი ნაგავმზიდი სპეცმანქანა და ორი მსუბუქი ავტომანქანა ემსახურება. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, ურნები ყველა სოფელში დაიდგმება.


| Print |