მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ომში გარდაცვლილთა
ოჯახებს კი 300 ლარი – 9 მაისთან დაკავშირებით, ერთჯერადი ფულადი
ჯილდო მათ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჩაურიცხა. 600 ლარი
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 72 –მა ვეტერანმა მიიღო. ხოლო 300 ლარი –
36–მა ოჯახმა. ექვს ვეტერანს პირად ანგარიშზე ახალციხის მერიისგან
200–200 ლარი ჩაერიცხათ. პრემიერ–მინისტრის პერსონალური მისალოცი
ბარათები გადაეცათ, დღეს 9 მაისის მემორიალთან შეკრებილ ვეტერანებს.
ბარათები მათ ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ გადასცა. 9 მაისის
მემორილათან მისვლა მხოლოდ 5–მა ვეტერანმა შეძლო. ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო, წელს მათ ერთი მათგანი ვეღარ შეუერთდა. მემორიალი
ახალციხის მერმა და სამცხე–ჯავახეთის სამხარო ადმინისტრაციის
წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. მერიის კულტურის სამსახურმა
ვეტარანებისთვის კონცერტი გამართა. ღონისძიების შემდეგ მათ
ქალაქ ახალციხის მერი რესტორან “რაბათში” სადილით გაუმასპინძლდა. 9
მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე, აღინიშნება. 1945 წლის
8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ,ევროპაში მეორე მსოფლიო ომი
დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ
გამოცხადდა. თიკო კურტანიძე
მეორე მსოფლიო ომის
ვეტერანებს 600 ლარი, ომში გარდაცვლილთა ოჯახებს კი 300 ლარი
– 9 მაისთან დაკავშირებით, ერთჯერადი ფულადი ჯილდო მათ
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჩაურიცხა. 600 ლარი
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 72 –მა ვეტერანმა მიიღო. ხოლო 300 ლარი –
36–მა ოჯახმა. ექვს ვეტერანს პირად ანგარიშზე ახალციხის მერიისგან
200–200 ლარი ჩაერიცხათ.
პრემიერ–მინისტრის პერსონალური მისალოცი ბარათები გადაეცათ, დღეს 9
მაისის მემორიალთან შეკრებილ ვეტერანებს. ბარათები მათ ახალციხის
მერმა გიორგი კოპაძემ გადასცა.
9 მაისის მემორილათან მისვლა მხოლოდ 5–მა ვეტერანმა შეძლო.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წელს მათ ერთი მათგანი ვეღარ
შეუერთდა.
მემორიალი ახალციხის მერმა და სამცხე–ჯავახეთის სამხარო
ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. მერიის კულტურის
სამსახურმა ვეტარანებისთვის კონცერტი გამართა.
ღონისძიების შემდეგ მათ ქალაქ ახალციხის მერი რესტორან “რაბათში”
სადილით გაუმასპინძლდა.
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე, აღინიშნება. 1945
წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ,ევროპაში მეორე მსოფლიო
ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ
გამოცხადდა.
თიკო კურტანიძე