ახალციხის გამგეობის სააღდგომო დახმარება დევნილებსა და შშმ პირებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სოფლად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, სააღდგომოდ თანხითა და სასურსათო პაკეტით დაეხმარა. ამ კატეგორიის ბენეფიციარები, წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და სააღდგომოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარებას, ერთჯერადად იღებენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სოფლად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, სააღდგომოდ თანხითა და სასურსათო პაკეტით დაეხმარა.

ამ კატეგორიის ბენეფიციარები, წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და სააღდგომოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარებას, ერთჯერადად იღებენ.

პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსის მქონე 153 ბენეფიციარს, თვითმმართველობამ 75 ლარი ჩაურიცხა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 11 475 ლარი გამოიყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთჯერადი დახმარება – სასურსათო პაკეტი მიიღეს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა. აღნიშნული სტატუსის მქონე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სულ 26 ოჯახია.


| Print |