1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია
1 მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია.სეზონი 2015 წლის 15 აგვისტოს გაიხსნა და დაახლოებით 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. კანონმდებლობის მიხედვით, მსურველებს ნადირობისას თან რამდენიმე დოკუმენტის უნდა ჰქონოდათ: გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საყურადღებოა, რომ ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. .

580360_1448141925200221_9149316146823563024_n1 მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია.სეზონი 2015 წლის 15 აგვისტოს გაიხსნა და დაახლოებით 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

კანონმდებლობის მიხედვით, მსურველებს ნადირობისას თან რამდენიმე დოკუმენტის უნდა ჰქონოდათ: გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საყურადღებოა, რომ ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. .

| Print |