დღეს 29 თებერვალია, დღე,
რომელიც მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ მეორდება. ასეთ წელს ნაკიანი
წელი ეწოდება. ამ შემთხვევაში კალენდარული წელიწადი, 366
დღე-ღამეს შეიცავს, ანუ ერთი დღე-ღამით მეტია მარტივ
წელიწადზე.
ახალი სტილით ნაკიანად ითვლება ყოველი წელი, რომლებიც იყოფა 100-ზე, მაგრამ არ იყოფა 400-ზე. ამგვარად, მაგალითად, 2000 და 1600 ნაკიან წლებად ითვლება, ხოლო 1900, 1800 და 1700 – არა.
ნაკიანი წელიწადის არსებობა, ანუ ერთი დღის დამატება, საჭიროა იმიტომ, რომ მარტივი (365 დღიანი) წელიწადი არ შედგება ზუსტად 365 დღისგან, არამედ შედგება 365 და დაახლოებით, ერთი მეოთხედი დღისგან, ამიტომაცაა ნაკიანი თითქმის ყოველი მეოთხე წელიწადი.
ამ დღის იშვიათობის მიუხედავად, 29 თებერვალს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება:
1288 წელს შოტლანდიაში დააწესეს, რომ ამ დღეს ქალს შეუძლია მამაკაცს ცოლად მოყვანა სთხოვოს. თუ მამაკაცი უარს იტყვის, მან ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
1504 წელს კოლუმბმა იამაელი ინდიელების დასაფრთხობად, მთვარის დაბნელებით ისარგებლა.
1712 წელს შვედეთში 29 თებერვალს 30 თებერვალი მოყვა, რათა დაესრულებინათ შვედური კალენდრიდან იულიუსის კალენდარზე გადასვლა.
1960 წელს მაროკოში მიწისძვრას 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
1964 წლის სიდნეიში, ავსტრალიელი მოცურავე დაუნ ფრეიზერი ახალ მსოფლიო რეკორდს ამყარებს 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში (58.9 წმ.)
1996 წლის ანდებში კატასტროფა განიცადა პერუს ბოინგ 737-მა დაიღუპა 123 ადამიანი.