საზოგადოება
ბაკურიანში, მოთხილამურე პატრულმა მუშაობა დაიწყო
დღეიდან, საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. მათ წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაკურიანში შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა.

მოთხილამურე პატრულის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის, ბაკურიანისა და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას, მთელი სეზონის მანძილზე განახორციელებს.

მოთხილამურე პატრულის საპილოტე პროექტის განხორციელება გასულ წელს გუდაურში დაიწყო.


| Print |