Error
ფერსაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში  სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში  სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

14068493_1214644901920351_3658290679261012830_o.jpg

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაზიანებული მილები ახალით შეიცვლება.

აიგება შენობა-ნაგებობა, სადაც საუბნო გამანაწილებლების ნაწილი განთავდება.  ლითონის მილებისგან გაკეთდება სარწყულები და მოეწყობა სათავე ნაგებობები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი 2004“ ახორციელებს.

ფერსის სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

| Print |