Error
ერევნის პოლიციაზე შეიარაღებული თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა
ერევანში პოლიციის სამმართველოზე თავდასხმისას პოლიციის ოფიცერი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულ ცნობას panarmenian.net ავრცელებს.

ერევანში პოლიციის სამმართველოზე თავდასხმისას პოლიციის ოფიცერი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულ ცნობას panarmenian.net ავრცელებს.

65960875.png

შენობაში შეჭრილი ადამიანები 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას, პრეზიდენტის გადადგომასა და ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემას ითხოვენ.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად მძევლად აყვანილი 2 ადამიანი გათავისუფლებულია. ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი ჯერ კიდევ მძევალთა შორის რჩება.

შეიარაღებულმა ადამიანებმა პოლიციის სამმართველოში შვიდი ადამიანი ტყვედ აიყვანეს. სომხური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავიდან სამმართველოში რვა ადამიანი ჰყავდათ დატყვევებული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთ-ერთი მათგანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. სომხეთის უშიშროების სამსახური ერევანში შეიარაღებული ამბოხის დაწყებას არ ადასტურებს.

 

| Print |