ახალციხეში, ორ ადგილზე, უფასო wi-fi დამონტაჟდა
ახალციხის ციხისა და სადგურის  მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს უფასო wi-fi–თ  სარგებლობა დღეიდან შეუძლიათ. შესაბამისი მოწყობილობა, ახალციხის ციხისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია ,,დელტაკომმა“ დაამონტაჟა.

კომპანიაში ამბობენ, რომ ორივე ადგილზე, უკაბელო ინტერნეტის გამოყენება ერთდროულად, 700–მდე აბონენტს შეუძლია.

უფასო wi-fi. ,,დელტაკომმა“ თავდაპირველად  ქალაქის ცენტრალურ პარკში დაამონტაჟა, თუმცა უკაბელო ინტერნეტზე წვდომა, რამდენიმე თვით შეზღუდული იყო. კომპანიამ ეს ფაქტი ტექნიკური პრობლემებით ახსნა.

| Print |