Error
სახალხო დამცველი მოხეს და ჭელას მოსახლეობას შეხვდება
7-8 დეკემბერს, სამცხე–ჯავახეთში სახალხო დამცველის ვიზიტია დაგეგმილი. უჩა ნანუაშვილი მოხესა და ჭელაში მოსახლეობას შეხვდება. 

7-8 დეკემბერს, სამცხე–ჯავახეთში სახალხო დამცველის ვიზიტია დაგეგმილი. უჩა ნანუაშვილი მოხესა და ჭელაში მოსახლეობას შეხვდება. 

c8f9362b-4f5b-484a-8219-03a7fc388d6f_mw1024_mh1024_s

გარდა ამისა,  დაგეგმილია შეხვედრები ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორთან და ადიგენის გამგებელთან.

შეხვედრებზე განიხილავენ რეგიონში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარ გამოწვევებს, მოხეში არსებული სადავო ნაგებობის საკითხს და სოციალურ პრობლემებს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აწუხებს.

8 დეკემბერს, უჩა ნანუაშვილი  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს, სადაც სტუდენტებს სახალხო დამცველის აპარატის მანდატს და ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მიღწევებს გააცნობს.

| Print |