სამართალი
"ძმაკაცები იყვნენ, საჭმელსაც ერთად ჭამდნენ", - ასპინძაში მოკლული მამაკაცის მეზობლები
53 წლის მამაკაცი, რომელიც ასპინძაში, 15 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს, ამ დრომდე პროზექტურაში რჩება. პირი, რომელმაც ყოფილ ფეხბურთელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

გარდაცვლილი და ბრალდებული მეგობრები იყვნენ. მეზობლები გვიყვებიან, რომ ორივე მათგანი მშენებლობაზე ერთად მუშაობდა და კონფლიქტი არასოდეს ჰქონიათ.

| Print |