მებაჟე ოფიცრებმა იარაღის
უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. საბაჟო გამშვები პუნქტის,
„კარწახის“, ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის
მოქალაქე ს.ს., რომელსაც ეჭვის საფუძველზე ხელბარგის
დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი –
1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი, 7 ცალი საბრძოლო ვაზნა და 1
ცალი იარაღის ჩასადები აღმოუჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.