სამართალი
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ზესაშვილი გახდა
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის პირველი პოლიციელი გურამ ზესაშვილი გახდა.
იგი სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე 2010 წლიდან მუშაობს. 2015-2018 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2019-2020 წლებში იგი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტსა და მცხეთა მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, გურამ ზასეშვილის ქონებას მიწის ნაკვეთი მცხეთაში და BMW x5 შეადგენს. რაც შეეხება მისი მეუღლის საკუთრებას, ქრისტინე სიჭინავას სახელზე 4 ბინა და 1 ავტოფარეხია.
გურამ ზესაშვილმა თანამდებობაზე ლევან ხარაბაძე ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტი ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ლევან ხარაბაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია 27 იანვარს გავრცელდა.