ვარძიის კედლის მხატვრობაზე, რესტავრატორებს და საპატრიარქოს განსხვავებული მოლოდინი აქვთ
დაუბრუნდება თუ არა ვარძიის კედლის მხატვრობა ხანძრამდე არსებულ მდგომარეობას – რესტავრატორები ამბობენ, რომ ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

დაუბრუნდება თუ არა ვარძიის კედლის მხატვრობა ხანძრამდე არსებულ მდგომარეობას – რესტავრატორები ამბობენ, რომ ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

საქართველოს საპატრიარქომ, რამდენიმე არქიტექტორსა და რესტავრატორზე დაყრდნობით, განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ ვარძიის კედლის მხატვრობის სრული გაწმენდა შესაძლებელია.

რესტავრატორი სალომე ახალაშვილი, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, გამჭვარტლული კედლის მხატვრობის გადაუდებელ გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. შვიდი სპეციალისტი კედლიდან მჭვარტლს ფუნჯით, მშრალი წესით აშორებს და მდგომარეობას მიკროსკოპით სწავლობს.

დაუბრუნდება თუ არა ვარძიის კედლის მხატვრობა ხანძრამდე არსებულ მდგომარეობას – რესტავრატორი ამბობს, რომ ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

კედლის მხატვრობა გაიწმინდება, თუმცა დანაკარგი მაინც იქნება – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი. ნიკოლოზ ანთიძე აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში სააგენტოსა და საპატრიარქოს მიდგომები გადაიხედება.

გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებებლი, პროგნოზის გაკეთება – დაიბრუნებს თუ არა ხანძრამდე სახეს კედლის მხატვრობა – ამბობენ რესტავრატორები. ვარძიის ტაძარში, გაზაფხულიდან სრული საკონსერვაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

ავტორები: რუსუდან გვარამაძე, რამაზ ალავიძე.


| Print |