რა? სად? როდის? – ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული ვალის პირველი სკოლა გახდა
ახალციხეში, მუნიციპალიტეტის პირველობისათვის, ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაში რა ? სად? როდის?  გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა თემის 16-მა საჯარო სკოლამ მიიღო. თითოეული გუნდი, 6-6 მონაწილით იყო დაკომპლექტებული. მათ  პასუხის გაცემა 22 კითხვაზე მოუწიათ. ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი ვალის პირველმა საჯარო სკოლამ დაიკავა.

ახალციხეში, მუნიციპალიტეტის პირველობისათვის, ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაში რა ? სად? როდის?  გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა თემის 16-მა საჯარო სკოლამ მიიღო. თითოეული გუნდი, 6-6 მონაწილით იყო დაკომპლექტებული. მათ  პასუხის გაცემა 22 კითხვაზე მოუწიათ.

ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი ვალის პირველმა საჯარო სკოლამ დაიკავა.

მეორე და მესამე ადგილების გადანაწილება კი 5 გუნდს შორის მოხდა, ხუთივე გუნდმა თანაბარი 12-12 ქულა დააგროვა. საბოლოოდ მეორე ადგილილოსნის ტიტული მუსხის საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე  ჭვინთის საჯარო სკოლა  გავიდა.

პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად ენციკლოპედიები გადაეცათ, მეორე ადგილზე გასულებს – ქართულ–ინგლისური ლექსიკონი. მესამე ადგილოსნებს კი   საქართველოს ბუნების ატლასი. ინტელექტუალური თამაშის მონაწილე 16-ვე გუნდი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.

რა? სად? როდის? ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია.


| Print |