ახალციხის ქუჩების მორთვა, ცენტრალური პარკიდან დაიწყო. სტრინგებსა და გრილანდებს, განათების ბოძებზე ამაგრებენ.
ქუჩების მორთვისთვის და საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის ტენდერში, ინდ.მეწარმე გიორგი ჟუჟუნაძემ გაიმარჯვა. უკვე დაწყებულია სცენის მონტაჟიც, სადაც 31 დეკემბერს, საახალწლო კონცერტი გაიმართება. ჯერ არ დაუდგამთ ხელოვნური ნაძვის ხე.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო აქსესუარებით მოირთვება თამარაშვილის, შოთა რუსთაველის, 9 აპრილის და იუსტიციის სკვერები, ცენტრალური პარკი. დაგეგმილია ქალაქში 9 გზაჯვარედინის მორთვა.
რუსუდან გვარამაძე