რეგიონი
აბასთუმანში ისტორიულ სახლებს და ასტროფიზიკურ ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
აბასთუმანში ისტორიული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ძველ სანატორიუმსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე კიდევ

17 სახლს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება.

სახელოსნოში წაღების შემდეგ აივნების, მოაჯირებისა და ოთახის ზედა ნაწილის მორთულობისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებაზე რესტავრატორები ზრუნავენ.

თემურ ხუჭუა ამბობს, რომ საუკუნის წინანდელი ორნამენტებით მოკაზმული სახლები მომავალი წლის ბოლოსთვის სრულად აღდგენილი უნდა იყოს.

პროექტის შესასრულებლად 18 თვე და ამდენივე ისტორიული სახლის განახლებაა საჭირო.

კურორტ აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია აპრილის ბოლოს დაიწყო.

ჭვირული ორნამენტით დახუნძლული შენობებიდან ბევრი მათგანი, დრომ ისე დააზიანა, რომ კედლებისა და სახურავის მთლიანი შეცვლა გახდა საჭირო.

სპეციალისტები სამუშაოს მოცულობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ წინაპრების საქმიანობის გასაცოცხლებლად ყველაფერს გააკეთებენ.


პროექტით განსაზღვრულია დაბა აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის ქუჩის N56-დან N104-მდე მონაკვეთზე არსებული შეობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.

აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საცხოვრებელი სახლები.

აღნიშნული 17 სახლი და უძრავი ქონება დაყოფილია 84 დამოუკიდებელ ტერიტორიად, რომელსაც ჰყავს 85 მფლობელი.

აბასთუმანში შენობების სიძველესა და კურორტის ტურისტულ პოტენციალზე ამახვილებენ ყურადღებას.

არქიტექტორ-რესტავრატორებს შენობებზე დაზიანებული ჩუქურთმებისა და ორნამენტების აღდგენა ან ზოგ შემთხევაში ახლის გაკეთება უწევთ.

ისტორიული სახლების შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციასაც გეგმავს. სამუშაოებისთვის 3 715 305 ლარია გათვალისწინებული.




| Print |