ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება
18:43 / 03.07.2018
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად გაეცნო. ამ დროისთვის უკვე
დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა, შტაბის შენობა და სასადილო.
ასევე აშენებულია საკლასო ოთახების შენობა, სადაც ამ დროისთვის რემონტი მიმდინარეობს.
დასრულებული შენობების შიდა ინტერიერი, სველი წერტილები, გათბობა-გაგრილების სიტემები სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ საჭირო სტანდარტს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის.
სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება.
ცენტრი 800-ი რეკრუტის მომზადებაზე იქნება გათვლილი.
ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმილია შიდა გზების, გარე განათების, სამწყობრო მოედანის, საკონტროლო გამშვები პუნქტებისა და ლაზარეთის მშენებლობა.
ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი გაეცნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.