რეგიონი
ბორჯომში ნახანძრალი ტყის აღდგენა იგეგმება
ბორჯომის ნახანძრალი ტყის აღდგენა შემოდგომიდან დაიწყება. აქამდე მოხდა ტერიტორიის გაწმენდა და ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთება.

2008 და 2017 წლების აგვისტოში გადამწვარი ფართობების აღდგენის პროექტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისრტმა ლევან დავითაშვილმა, უწყების წარმომადგენლებთან და მხარის გუბერნატორთან ერთად ჟურნალისტებს გააცნო.

ხანძრის პერიმეტრი 943 ჰა-ს შეადგენს, აქედან უმეტესი ნაწილი ომის დროს დამწვარი ტერიტორიაა. პირველ ეტაპზე აღდგენას ექვემდებარება 250 ჰა ტყის ფართობი.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ნერგების დარგვის და თესვის სამუშაოები შესრულდება. დაირგვება ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის 400 000-მდე ნერგი.

სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება, წინა წლების მსგავსად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი"

| Print |