რეგიონი
აბასთუმნისა და ბაკურიანის რეაბილიტაცია მაია ცქიტიშვილის უწყების ერთერთი პრიორიტეტია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ს მიერ 2018-19 წლების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით,

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წინა წელს დასრულებული და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა.

ანგარიშის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს შორის არის აბასთუმნის სრული ურბანული განახლება, ობსერვატორიისა და საბაგიროს აღდგენა. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ბაკურიანში სატრანსპორტო მოძრაობის და სხვა სახის პრობლემების მოსაგვარებლად.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყნაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, სამინისტროს საქმიანობაში განსაკუთრებით პრიორიტეტულია წყალმომარაგების, გზების, სტიქიის პრევენციის, განათლებისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის, ძლიერი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების მიმართულებები.
| Print |