რეგიონი
ბორჯომში გენდერული თანასწორობის 2019 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გენდერული თანასწორობის 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი გენდერული თანასწორობის დაცვის, დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად მიიღეს.

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები მიმდინარე წლის განმავლობაში საბჭოს გაძლიერება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და გენდერულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იქნება.

წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"

| Print |