რეგიონი
ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოში ახალი პროექტი იწყება
საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ, მოსახლეობის სწორი ინფორმირების მიზნით, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ პროექტის განხორციელებას იწყებს.

“დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში, სოფლების მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში შეხვედრები, დისკუსიები და სემინარები გაიმართება. გაძლიერდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროები, რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გააგრძელებენ მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას.

წელიწადნახევრიანი პროექტის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი აშშ დოლარია. მისი პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

| Print |