რეგიონი
ახალქალაქში სამლოცველო დაარბიეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს სამლოცველოში, ხატები დააზიანეს.


დამსხვრეულია წმინდანების ქანდაკებები, დახაზულია ხატები. დარბეული ადგილი სოფლის ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს.

„ყველაფერი გატეხილი და მიმოფანტული დაგვხვდა. ეს ჩვენი სამლოცველოა, ხალხი მოდის აქ, ტოვებენ ხატებს, ლოცულობენ, სანთლებს ანთებენ. უცნობმა ადამიანებმა დასცინეს ჩვენს სიწმინდეს. გაანადგურეს წმინდანთა სურათები“, - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა jnews.ge-სთან.

ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, სამლოცველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.



ახალქალაქის საკრებულოს თავმჯომარე მომხდარს ხულიგნობას და არაადეკვატურ საქციელს უწოდებს.

„სამლოცველო არის სომხურ-ქართული, ძირითადად სომხები დადიან. ძვირფასი არაფერი არ დაზიანებულა, თუმცა ყველა ხატი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ხალხის მიტანილი ხატები იყო. დეტალები ჯერჯერობით უცნობია“, - უთხრა „მეცხრე არხს“ ნაირი ირიციანმა. 


ფოტო და ვიდეომასალა ეკუთვნის jnews.ge-ს.

| Print |
თეგები: ხულგუმო /