რეგიონი
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა მაისიდან დაიწყება
ხულო-ზარზმის გზის აღსადგენად, სამობილიზაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხულოში ვიზიტისას განაცხადა.

„დღეს უკვე დაიწყო სამუშაოები, აყვანილი არის ტექნიკა, ეს არის არა მარტო ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანი პროექტი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ხულო-ზარზმის გზა 47 კილომეტრია . მის ასაშენებლად 110 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი გზა ბათუმიდან ახალციხემდე მანძილის დაფარვის დროს დაახლოებით, 1,5 საათით შეამცირებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ მოსამზადებელი სამუშაოები როგორც ხულოს, ასევე ზარზმის მხრიდან არის დაწყებული. „რაც შეეხება ინტენსიურ სამუშაოებს, აპრილის ბოლოს, უფრო მაისის თვიდან დაიწყება,“ – ამბობენ დეპარტამენტში.

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ხულო-ზარზმის გზას „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდინი“ ააშენებს, რომელმაც მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყო.

წყარო: http://batumelebi.netgazeti.ge
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook