რეგიონი
ასპინძის მერია 47 000 ლარად სცენას ყიდულობს

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სცენის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

 

წინადადებების მიღება 24 აპრილს შეწყდა. ამჟამად პრეტენდენტის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „სცენა უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების, 120 კვ.მ. პოდიუმი უნდა იყოს დამზადებული ალუმინის კონსტრუქციისგან. სცენის შეფუთვა გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ტიპის ქორეოგრაფიული და საკონცერტო ნომრებისათვის".

სცენის მონტაჟი 2019 წლის 20 მაისამდე მეფე თამარის ქ. N3-ში უნდა განხორციელდეს.

 

| Print |