ნინოწმინდაში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი ახადა.
რადიო NOR-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელიც ეზოში იმყოფებოდა, ფასადიდან ჩამოვარდნილი ქვა მოხვდა და ხელი დაუზიანა. ქუჩაზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.