რეგიონი
აბასთუმანში ტურისტული სეზონი გაიხსნა

 

კურორტ აბასთუმანში ტურისტული სეზონი კულტურული ღონისიძებებით გახსნეს.

 

ადგილობრივმა შემსრულებლებმა პარკ "როშაში" კონცერტი 12 საათიდან გამართეს.

მოეწყო გამოფენა, სახეზე ხატვა, პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები.

სეზონის გახსნას რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.

დამსვენებლები კურორტს უკვე სტუმრობენ. ვიზიტორთა რაოდენობა ფიჭვის და ნაძვის ყვავილობის დროს უფრო გაიზრდება.

ფოტოების ავტორი ანუშკი ზედგინიძე.
| Print |