რეგიონი
ხანძარი ლოკალიზებულია, ვერტმფრენი მუშაობას დილიდან განაახლებს

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.

 

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ანდრე ქუჯაიძის თქმით, ამაღამ ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ხანძრის კერებთან მთელი ღამე 100-მდე მეხანძრე-მაშველი რჩება, დილით კი სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც არასაკმარისი ხილვადობის გამო ცეცხლის დასხმა შეწყვიტა, ისევ ჩაერთვება.
| Print |