რეგიონი
ბორჯომში პროფესიული სასწავლებელი აშენდება (ვიდეო)
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში ბორჯომში პროფესიული სასწავლებელი აშენდება.

პროფესიული სასწავლებლისათვის ტერიტორია ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გამოყო.


საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემას.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლებელი 150-200 სტუდენტზე იქნება გათვლილი.პროფესიულ სასწავლებელში ძირითადი სპეციალობები 3 მიმართულებას მოიცას ეს არის ტურიზმი,სამშენებლო საქმე და სოფლის მეურნეობა.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს.


წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი
| Print |