ფოკაში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ.
ამ წუთებში საზეიმო წირვა იმ ადგილზე აღევლინება, სადაც გადმოცემის მიხედვით, საქართველოში შემოსულმა წმინდანმა შეისვენა.
ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. სალომე ზურაბიშვილი ფარავნის ტბასთან შეკრებილ მომლოცველებს გვიან
ღამით შეუერთდა.
წირვის შემდეგ მრევლი წმინდა ნინოს გზას
დაადგება. ისინი ფეხით მსვლელობას გამართავენ, რომელიც 42 დღის შემდეგ სვეტიცხოველში დასრულდება.