რეგიონი
პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ფოკაში ჩავიდნენ

 

ფოკაში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ.

 

ამ წუთებში საზეიმო წირვა იმ ადგილზე აღევლინება, სადაც გადმოცემის მიხედვით, საქართველოში შემოსულმა წმინდანმა შეისვენა.

ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. სალომე ზურაბიშვილი ფარავნის ტბასთან შეკრებილ მომლოცველებს გვიან ღამით შეუერთდა.

წირვის შემდეგ მრევლი წმინდა ნინოს გზას დაადგება. ისინი ფეხით მსვლელობას გამართავენ, რომელიც 42 დღის შემდეგ სვეტიცხოველში დასრულდება.

 

| Print |
თეგები: ფოკა / ნინოობა /