რეგიონი
ბორჯომში „კავალერიის შენობა“ მუზეუმად გადაკეთდება
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში კავალერიის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციას და მუზეუმად ადაპტაციის პროექტს იწყებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 3 მილიონი ლარია. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია შენობის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადებულია ტენდერი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს კოსტავას სახელობის პარკში მდებარე "კავალერიის კორპუსის" სრულ რეაბილიტაციას. მუზეუმში განთავსდება საგამოფენო დარბაზები, საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები, კაფე, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და სველი წერტილები. ასევე დაგეგმილია მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

კავალერიის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია აღიარებულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ის აშენდა 1880 წელს და წარმოადგენს ფსევდო გოთიკური სტილის ნიმუშს. მიმდებარე პარკთან ერთად, შენობა წარმოადგენდა იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის საზაფხულო რეზიდენციას. მის ირგვლივ არსებულ გარემოსთან შერწყმული კავალერიის შენობა, თავისი შესახედაობით წარმოადგენს მე-19 საუკუნის არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს.

ისტორიული შენობის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2015 წელს დაანონსდა. ოთხი წლის წინ ითქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი სარეაბილიტაციო ძეგლთა პროგრამული უზრუნველყოფით განხორციელდებოდა.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 11 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 12 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 7 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2657
RUB
RUB
100
4.6163
TRY
TRY
1
0.5171
USD
USD
1
2.9626
AMD
AMD
1000
6.2239
კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.