რეგიონი
,,მარაბდა კარწახის რკინიგზა" ახალგაზრდებს სარკინიგზო ინდუსტრიის სპეციალობებზე სწავლას სთავაზობს
შპს ,,მარაბდა კარწახის რკინიგზასა“ და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ მსოფლიოში წარმატებულად აპრობირებული სწავლების დუალური მეთოდით, დაეუფლონ სარკინიგზო ინდუსტრიის სპეციალობებს, შემდეგ პროფესიულ- საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1. რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა;
2. რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი;
3. რკინიგზის ელექტრომომარაგება;
4. ლოკომოტივის მართვა;
5. სავაგონე მეურნეობა;
6. სარკინიგზო გადაზიდვები;
7. რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება;
8. რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობა;
9. სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა.

სწავლა უფასოა და თითოეულ პროგრამაზე სწავლების ხანგრძლივობა 20 -22 თვეა.

სწავლის პროცესში, შუალედური გამოცდის დაძლევის შემდგომ, შპს ,,მარაბდა კარწახის რკინიგზასა“ და სტუდენტებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება და ისინი სწავლა-მუშაობას გააგრძელებენ უშუალოდ კომპანიაში, მათი მომავალი დასაქმების ადგილებზე, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას, საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, უკვე საშუალება ექნებათ დასაქმდნენ აღნიშნულ კომპანიაში.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაინტერესებული მხარეები ყველა დეტალურ ინფორმაციას პროგრამების პრეზენტაციაზე მიიღებენ.
| Print |