რეგიონი
სკოლა ერთი მოსწავლით - ფოტორეპორტაჟი სოფელ ანდიდან
ანდა 18 კომლიანი სოფელია, რომელიც ახალციხის თემში მდებარეობს. სკოლა, რომელიც პატარა სოფელში ფუნქციონირებს, ოთხკლასიანია და ერთი მოსწავლის იმედად არის დარჩენილი. საბაზო განათლების დასრულების შემდეგ მოსწავლეები სასწავლებლად  მეზობელ სოფელში გადადიან.

სოფელი ანდა მთლიანად ტყეშია ჩაფლული. აქ მცხოვრებ მოსახლეობას სხვა პრობლემებთან ერთად მიგრაციის საკითხიც აწუხებს.


ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდები დღითი დღე გადადიან საცხოვრებლად სხვა სოფელში.

სკოლის საზაფხულო არდადეგები დაიწყო. მიუხედავად გასართობი საშუალების არარსებობისა, ანდაში ყოველ საღამოს  შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც ეზოში ერთად თამაშობენ.

მესამე კლასელი ბიჭი თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად. ამბობს, რომ სამომავლო გეგმები სოფელს უკავშირდება და წასვლას არსად აპირებს.


ანდაში ასვლისას სოფლის ერთ-ერთ კუთხეში შეხვდებით ძველ, უპატრონოდ მიტოვებულ და გამოუსადეგარი "გაზ-66", რომელსაც მეგობრები გასართობად იყენებენ.

ხედი სოფელი ანდიდან.


ანდაში წყლის პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვენ. საერთო მილით, საიდანაც წყალი გამოდის 18 ოჯახი სარგებლობს. აქ, ხშირად შეხვდებით სათლებსა და ხუთ ლიტრიან ბოცებს, რის საშუალებითაც მოსახლეობა  სახლისთვის წყალს იმარაგებს.

ყოველ დილით, ადგილობრივები იმ იმედით იღვიძებენ, რომ მათი პრობლემები უახლოეს მომავალში გადაიჭრება.
| Print |