რეგიონი
ადიგენში საპატიო მოქალაქის წოდება პირველად გაიცა
ანტონ ობოლაშვილი და ამირან მექვაბიშვილი ადიგენის საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ.

რაიკომის პირველ მდივანს და ბიზნესმენს საპატიო მოქალაქის სტატუსი ანთიმოზობის დღესასწაულზე მიენიჭა.

მედალი ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა.

მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით, ადიგენის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება, რაიკომის პირველი მდივნის, ამირან მექვაბიშვილის სახელს უკავშირდება.

ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი კი სოფელ უდეში ქველმოქმედებით გამოირჩევა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში საპატიო მოქალაქეები წელს პირველად გამოავლინეს.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ დამსახურებულ პირებს ყოველწლიურად გამოავლენენ.


| Print |