რეგიონი
აბასთუმანში, არაზინდოს გზის რეაბილიტაცია დაიწყება
დაბა აბასთუმანში არაზინდოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 2.3კმ. სიგრძის გზის მოწყობისთვის, 2 მლნ. 66 500 ლარია გათვალისწინებული. შერჩეულმა კომაპნიამ სამუშაოები სამ თვეში უნდა დაასრულოს.

პროექტის საგარანტიო ვადა ორი წელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში წარმოქმნილი ყველა ხარვეზი, კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას.

ტენდერში წინადადებების მიღება 7 ივლისს დაიწყება და 12-ში დასრულდება.
| Print |