რეგიონი
ასპინძა დაისეტყვა
დაბა ასპინძა დაისეტყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სრულად განადგურდა ხილი და ბოსტნეული. სეტყვა დაახლოებით, 10 წუთი გაგრძელდა.


„კიტრის, პომიდვრის ნერგები გაანადგურა, ყურძენი, კაკალი, თუთა, ქლიავი და ყველა ხილი ძირს ჩამოიღო. კაკლისხელას ისროდა“, - გვითხრეს ასპინძაში.

„ხორბალი ასაღები მქონდა, თუთა დასარხევი. ყველაფერი გამიფუჭა, ბოსტანი ძირს დააწვინა“, - ამბობენ ადგილობრივები. 

ადგილობრივ ხელისუფლებაში ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა სოფლებში.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სეტყვამ მხოლოდ დაბა ასპინძა დააზარალა.

"სეტყვა სოფლებში არ იყო, მხოლოდ ივერიაში გადმოკრა უმნიშვნელოდ. დაბაში ხეხილია გაფუჭებული. ჯერჯერობით, ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე ინფორმაცია არ გვაქვს, ვარკვევთ დეტალებს", - გვითხრა მერის მოადგილე დავიტ პაპაშვილმა.
| Print |