რეგიონი
ასპინძაში დასეტყვილ მოსახლეობას უფასოდ მორწყვას სთავაზობენ

 

დაბა ასპინძისა და სოფელ ივერიის მოსახლეობას, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია უფასოდ მორწყვას სთავაზობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით სარგებლობა მხოლოდ იმ ფერმერებს შეეძლებათ, ვისაც 11 ივნისს მოსულმა სეტყვამ ნათესები დაუზიანა.

„მოსახლეობისათვის, რწყვის სეზონის დასრულებამდე შესაძლებელი იქნება დაწესებული გადასახადის გარეშე“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ასპინძის მერია ფეისბუქის გვერდით ავრცელებს.
| Print |