რეგიონი
ფოკაში, ფარავნის ტბასთან და მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბის ჯებირისა და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოცხადების პირველი ტენდერი არ შედგა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 3 173 021 ლარია.

სატენდერო წინადადების მიღება ოთხ აგვისტოს იწყება და ცხრა აგვისტოს სრულდება.

შერჩეულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 17 თვე ექნება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ფარავნის ტბასთან უნდა მოეწყოს ავტოსადგომი, საყოველთაო სანათლავი და საფეხმავლო პანდუსი.

მონასტერთან დაგეგმილია გზის რეაბილიტაცია, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, საეკლესიო მაღაზია, საზოგადოებრივი საპირფარეშო. ასევე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ქვის ღობეები, გარე განათება. დაგეგმილია დარბაზული სახლის რეაბილიტაცია, სამეურნეო დანიშნულების სათავსოს მშენებლობა, ობიექტების წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდის მოწყობა.
| Print |