რეგიონი
ადიგენში შუამთობისთვის ემზადებიან
სახალხო დღესასწაულის აღნიშვნისთვის ემზადებიან ადიგენში. 28 ივლისს, ფერსათის მთაზე სახალხო დღესასწაული დილიდან დაიწყება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღესასწაული ძირითადად დოღით, კონცერტითა და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.

მოყვარულები და სპორტსმენები ერთმანეთს ჭიდაობაში, სირბილში, ძალოსნობაში, მკლავჭიდსა და დოღში შეეჯიბრებიან.

ადიგენის მერიის ინფორმაციით, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები, მედლები და სიგელები გადაეცემათ. მათ მომზადებაზე კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია ზრუნავს.

„შუამთობის“ დღესასწაული ადიგენში, ფერსათის მთაზე დაახლოებით 20 წელია, რაც ტარდება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მოწვეულ სტუმრებს (40 პერსონა) გაუმასპინძლდებიან, რისთვისაც 1 000 ლარია განსაზღვრული.

„შუამთობის“ დღესასწაულის ორგანიზებისთვის სულ 2 808 ლარი დაიხარჯება.
| Print |