სამცხე-ჯავახეთში ტურისტების რაოდენობა თანდათან იკლებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რეგიონში თანდათან ცოტავდება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოელი ვიზიტორების სტუმრობის რიცხვი.
სამცხე-ჯავახეთი ტურისტული რეგიონია. მის პოტენციალზე ყურადღებას ყოველთვის ამახვილებს ხელისუფლება. თუმცა სხვა რეგიონების გასული წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, სამცხე-ჯავახეთი ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ბოლოდან მეორე ადგილზეა.
რაც შეეხება შიდა ტურიზმს - საქსტატის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთს საქართველოში მცხოვრები 15 წლის და უფროსი ასაკის ვიზიტორები დაახლოებით, ისეთივე სიხშირით აკითხავენ, როგორც უცხოელი ტურისტები.