რეგიონი
ნინოწმინდაში ადგილობრივს თივა დაეწვა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის მკვიდრის, მნაცაკან ნალბანდიანს ზამთრისთვის მომარაგებული თივა დაეწვა. ცეცხლი 14 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. დამწვარია 270 ტუკი ხმელი ბალახი. ინფორმაციას რადიო „ნორი“ აქვეყნებს.

ცეცხლი თავდაპირველად მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახურს გამოუძახეს. ადგილზე ნინოწმინდის და ახალქალაქის ბრიგადები მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად დაიწვა საპირფარეშო, ავტოფარეხის სახურავზე გადასული ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს.
| Print |