რეგიონი
ახალციხის სოფელ დიდ პამაჯში ოთხი სახლი დაიწვა (ფოტო)

 

ხანძარია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ პამაჯში. ცეცხლი მიტოვებულ შენობას მოედო, საიდანაც სამ საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა. დამწვარია საქონლის სადგომები და თივა. მოსახლეობამ მსხვილფეხა პირუტყვის გამოყვანა მოასწრო.

ადგილზე ახალციხის, ასპინძის, ბორჯომის, ვალის და ადიგენის რვა სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია და მის ლიკვიდირებას 30 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ადგილზე მუშაობს "მეცხრე არხის" გადამღები ჯგუფი და ვიდეომასალას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.
| Print |