"ხუთ წუთში სახლები აალდა" - დიდ პამაჯში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია
20:41 / 14.08.2019
ახალციხის სოფელ დიდ პამაჯში, ხანძრის შედეგად ოთხ ადგილობრივს საცხოვრებელი სახლი დაეწვა, დამწვარია საქონლის ორი სადგომი და ზამთრისთვის მომარაგებული თივა.
ვართითერ ავაქიანი ამბობს, რომ იძულებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაყიდოს, რადგან მეზობლებთან გაჩენილი ცეცხლი მის 250 პრეს თივასაც მოედო.