რეგიონი
ჯავახეთში „ახალქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნა(ფოტო)

ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 955 წლისთავი აღნიშნეს.
ქალაქის სახელობითი დღესასწაულის აღნიშვნა 12:00 საათზე დაიწყო.
„ახალქალაქობა“ ქალაქის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი, კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის, ასევე ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი.
სახალხო დღესასწაული ფერების ფესტივალით დასრულდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმაც მიიღეს.

პატარები ოჩოფეხებზე შემდგარმა ჯამბაზებმა გაამხიარულეს.

ფოტოებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია
, ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

| Print |