რეგიონი
ადიგენის რვა სოფელი სასმელი წყლის გარეშე დარჩა

 


ადიგენის მუნიციპალიტეტის რვა სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ვარხანში, აბასთუმანში, საღრძეში, ხარჯამში, წახანში, ხევაშენში, ბენარასა და უნწაში წყალი 23 სექტემბერს შეწყდა. თვითმმართთველობის ინფორმაციით, მიზეზი კურცხანის სასმელი წყლის სისტემის დაზიანებაა.

პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები დღესვე დაიწყო. მერიაში ირწმუნებიან, რომ წყლის მიწოდება 24 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში აღდგება. 

 

| Print |