რეგიონი
ბაკურიანში სამკილომეტრიანი შემოვლითი გზა გაიხსნა
დაბა ბაკურიანში 3-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 6.3 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა.

შემოვლითი გზის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, როცა ტურისტულ სეზონზე ხშირად იყო საცობები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა გზის, საფეხმავლო ბილიკებისა და წყალგამტარი მილების მშენებლობა, სავალ ნაწილზე დაიგო ბეტონის საფარი. სამუშაოები გასული წლის ივნისში დაიწყო და 2019 წლის სექტემბერში დასრულდა.
| Print |